weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქართულ აბრეშუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

13:48 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

საარქივო მასალების მიხედვით, საქართველოში მეაბრეშუმეობის კულტურა და ტრადიციები, სხვადასხვა სახის დაზგა-დანადგარები და აბრეშუმის ნატურალური საღებავები ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან იყო გავრცელებული.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის დაცვა-გაძლიერებაზე, სადაც თანამედროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად, ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშებია დაცული.

„მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული ახმეტის რაიონში. ამ დარგის აღორძინების მიზნით, ახმეტის მცხოვრებლებს პერიოდულად, საჩუქრად გადავცემთ გრენას და აბრეშუმის ჭიას“, - განაცხადეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

მათივე ცნობით, მეაბრეშუმეობის განვითარების პერსპექტივებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]