weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ლეონარდო და ვინჩის დედა შესაძლოა აფხაზი ყოფილიყო - ვიაჩესლავ ჩირიკბა

11:52 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ვიაჩესლავ ჩირიკბას ვარაუდით, რენესანსის ეპოქის უდიდესი ხელოვანის, ლეონარდო და ვინჩის დედა შესაძლოა აფხაზი ყოფილიყო.

ჩირიკბამ საკუთარი წიგნის „ეკატერინეს თავსატეხი. ვინ იყო ლეონარდო და ვინჩის დედა“ შესახებ რადიო Sputnik-ის ეთერში ისაუბრა.

ჩირიკბას თქმით, ერთხელ ტელევიზიით მოისმინა, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა შესაძლოა აღმოსავლელი მონა ყოფილიყო, რითიც ძალიან დაინტერესდა.

„ვიფიქრე, რომ აფხაზეთს ძალიან საინტერესო კავშირები გვქონდა იტალიასთან. იტალიური კოლონიზაციის პერიოდში შავ ზღვას გენუის ტბას უწოდებდნენ იმდენად ძლიერი იყო მათი გავლენა XIII-XVI საუკუნეებში. მაწუხებდა აზრი, რომ ლეონარდო და ვინჩის დედა შესაძლოა მონა ყოფილიყო აფხაზეთიდან ან ჩერქეზეთიდან. შავი ზღვის სანაპიროზე 39 სავაჭრო ობიექტი იყო, საიდანაც 19 აფხაზეთში მდებარეობდა. სამწუხაროდ, მთავარ ექსპორტს თეთრი მონები წარმოადგენდნენ, რომლებიც იტალიის, ესპანეთის, ეგვიპტისა და სირიის ბაზრობებზე გაჰყავდათ. ჩემთვის ხელჩასაჭიდი იყო ის, რომ ერთ-ერთ წიგნში აფხაზ ეკატერინეზე წავიკითხე, რომელიც ფლორენციაში ცხოვრობდა და ნოტარიუსის სახლში მონა იყო. ლეონარდო და ვინჩის მამა კი ნოტარიუსი იყო. ეკატერინე აფხაზი ნოტარიუსის სახლში ლეონარდო და ვინჩის დაბადებამდე 3 წლით ადრე მიიყვანეს, რაც ჩემი ჰიპოთეზის მარცვალია და დიდი შანსია ის დასაბუთებული იქნეს“, - ამბობს ჩირიკბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]