weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

The Tiger Lillies 21 სექტემბერს თბილისში უფასო კონცერტს გამართავს

14:04 პარასკევი, 14 სექტემბერი 2018

21 სექტემბერს თბილისში, ევროპის მოედანზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, The Tiger Lillies უფასო კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ღონისძიება 21:00 საათზე პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გაიმართება. ერთი დღით ადრე კი, 20 სექტემბერს ტრიო The Tiger Lillies თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლ „ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლეს“ ითამაშებს.

1989 წელს სამი წევრისგან შემდგარი საკულტო მუსიკალური ჯგუფის შემოქმედება პანკ კაბარეს, საოპერო ჟანრს, ბოშური სიმღერებსა და სხვა ინსტრუმენტულ მიმდინარეობებს მოიცავს. ტრიომ საქართველოში აქამდეც გამართა რამდენიმე კონცერტი სხვადასხვა ღონისძიებების ფარგებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]