weather cur horoscope tv
მაისი 12, 2024

კულტურა

25 ნოემბერს ევროვიზია ჯუნიორ 2018-ის ფინალურ ტურში ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი მინსკის არენაზე მე-13 ნომრად გამოვა. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ ჰარდი დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა. ინგლისელი მსახიობის დაჯილდოების ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

ცნობილი ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი უილიამ გოლდმენი 87 წლის ასაკში, ნიუ იორკში პნევმონიით გარდაიცვალა. მწერალი კოლორექტალურ სიმსივნეს ებრძოდა.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ინიციატივითა და Institut Français de Géorgie-ს ხელშეწყობით, 30 ნოემბერს საქართველოს ფრანკო-ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ესტუმრება. მწერლის მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

2500 წლის წინანდელ ძველეგვიპტურ ნეკროპოლისში უცნაური მუმიები აღმოაჩინეს. სარკოფაგში ათობით მუმიფიცირებული კატა და ხოჭოა ნაპოვნი. სამარხები, რომლებიც რამდენიმე სარკოფაგს მოიცავს, საქარაში, ფარაონ უსერკაფის პირამიდების კომპლექსში აღმოაჩინეს.

ამერიკელი მწერალი, კომპანია „მარველის“ კომიქსების ავტორი, გამომცემელი, რედაქტორი და პროდიუსერი სტენ ლი 95 წლის ასაკში, ლოს ანჯელესის კლინიკაში გარდაიცვალა.

ქუთაისის მერიის მიერ განხორციელებული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსიდან „აღსარება ქუთაისს“ ნაწყვეტი ამოტვიფრეს და ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, დუშეთის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებისა და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მდებარე საექსპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა.

თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე გამოჩენილი რეჟისორის, სცენარისტის, ხმის ოპერატორისა და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გარი კუნცევის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]