ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

კულტურა

ქობულეთის რაიონში, ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები – რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, კერამიკული ნაწარმი და 95…

კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები, რომელიც 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა.

მესტიაში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ლევან მინდიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „აქ“ დღეს, 15:00 საათზე გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში ლევან მინდიაშვილთან შეხვედრაც გაიმართება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში, 29 ივლისს სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართება. „ვაჟაობაზე“ ტრადიციულად სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდება.

რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძრის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. კულტურის სამინისტროს ცნობით, ძეგლის სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 247 000 ლარი გამოიყო.

ბათუმში, შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai კონცერტს გამართავს. შესრულდება როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე კომპოზიციები მათი ბოლო ალბომიდან Automaton.

თიანეთის რაიონის დაბა სიონში, 30 ივლისს დამბალი ხაჭოს ფესტივალი სახელწოდებით „მადლი ფშაური მიწისა“ გაიმართება. რიგით მეექვსე ფესტივალზე დამბალი ხაჭოს და მთის პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, ფოლკლორული კონცერტი და კაფიაობა გაიმართება.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ მის მმართველობაში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. 23 სახელმწიფო თეატრს შორის თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიც არის.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მას ეს ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მუსიკის გატანისთვის გადაეცა.

პოპულარული ამერიკული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის სოლისტმა, მუსიკოსმა ჩესტერ ბენინგტონმა 41 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com