weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსმა ბიზნესმენებმა კახეთში 259 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს

11:19 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

რუსეთის მოქალაქეების კუთვნილმა შპს „Green Village“-მა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონზე იყიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ.მ. ფართობის 3 მიწის ნაკვეთი, რაშიც 78 000 ლარი გადაიხადა. მანამდე იმავე კომპანიის საკუთრებაში ირიცხებოდა ლაგოდეხში მდებარე დაახლოებით 183 000 კვ.მ მიწა.

2017 წლის 31 მარტს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიყიდა. სამივე ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

პრივატიზებული მიწის ნაკვეთები შეიძინა შპს „Green Village“-მ, რომელმაც 78 000 ლარი გადაიხადა. ქონების შემძენის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2017 წლის 11 აპრილს დარეგისტირდა.

ოფიციალური მონაცემებით, შპს „Green Village“-ს (ს/კ - 204515774) მესაკუთრეები 2012 წლის 8 ივნისიდან არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - ოლგა მოისეენკოვა (50 %-ის მფლობელი და დირექტორი) და მისი მამა - ვლადიმერ მოისეენკოვი (50 %).

რუსი ბიზნესმენებისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთების მიყიდვის კონკრეტული მიზანი უცნობია, რადგან სახელმწიფოს მიერ კომპანიასთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.

როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, შპს „Green Village“-ს საკუთრებაში აქვს ასევე ლაგოდეხის სხვადასხვა სოფლებში მდებარე არაერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლებიც ფიზიკური პირებისგან არის ნაყიდი. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 183 000 კვ.მ-ს შეადგენს.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა დაადგინა, რომ „Green Village“-ს დირექტორი და ერთ-ერთი მფლობელი ოლგა მოისეენკოვა საქართველოში კიდევ 4 კომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მეწილეა - შპს „ELITE DEVELOPMENT“, შპს „სან ლაით“, შპს „ფუდ ინთერთეიმენთ“ და შპს „ელიტ სერვისი“.

შპს „ELITE DEVELOPMENT“-ის კაპიტალში 30 %-ს ვლადიმერ მოისეენკოვი ფლობს, დანარჩენი 70 %-ის მფლობელი კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებული კომპანია „AIRLINE TRANSPORT INCORPORATION“-ია. 2014 წელს კომპანია „ELITE DEVELOPMENT“-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციით ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, აშენდა სახლი „ქობულეთის რეზიდენცია“, რომელიც 313 ბინას და კომერციულ ფართებს მოიცავს. 

 

ამ თემაზე: ირანელმა ბიზნესმენმა ტაბახმელასა და ოქროყანაში 53 728 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]