weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ევრობანკი ბათუმისთვის 30 ავტობუსის შეძენას დააფინანსებს

13:59 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ბათუმისთვის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შეძენას დააფინანსებს. 10 ელექტრო და 20 ევრო სტანდარტის ავტობუსის შესაძენად ბანკი საქართველოს მთავრობისთვის 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენულ სესხს გამოყოფს, რომელიც ბათუმის მერიას გადაეცემა. ავტობუსებს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეიძენს.

საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა.

„ბათუმში ახალი, დაბალძირიანი ავტობუსების შემოყვანა ხელს შეუწყობს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას, გარემოს დაცვას და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას. ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარტივად გამოსაყენებელია საბავშვო ეტლიანი მგზავრებისა და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ევრობანკს საკუთარი საქმიანობის ქვეყანაში ელექტროავტობუსები მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორში პირველად შემოჰყავს. პროექტი ევრობანკის მიერ მართული აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]