weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისსა და რეგიონებში გაზის ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება

10:59 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017

საქართველოში გაზი ყველა მომხმარებლისთვის გაძვირდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის აბონენტებისთვის გაზის ტარიფი ნახევარ თეთრზე მეტით, ხოლო რეგიონებში 2-დან 5 თეთრამდე გაიზრდება.

ტარიფები 20 ივლისიდან შემდეგნაირი იქნება: შპს ყაზტრანსგაზ თბილისისთვის - 46,153 თეთრი; შპს სოკარ ჯორჯია გაზი - 56,94 თეთრი; სს საქორგგაზისთვის - 57,015 თეთრი.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 46.153 თეთრი/მ3-ით (ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით); მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3-ით; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 10.479 თეთრი/მ3-ს; (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფია - 48.254 თეთრი/მ3 (დღგ-ს გარეშე). მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.620 თეთრი/მ3-ს; ტარიფები მოცემულიადღგ-ს გარეშე. ხოლო სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.940 თეთრი/მ3-ს.

სს „საქორგგაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა - 48.314 თეთრი/მ3-ით. მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს 1.884 თეთრი/მ3-ს; ხოლო განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.680 თეთრი/მ3-ს. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე. ხოლო დღგ-ს ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვრა- 57.011 თეთრი/მ3-ით.

ახალი ტარიფები 20 ივლისიდან ამოქმედდება და 2018 წლის 31 დეკემბრის ჩთვლით იქნება ძალაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]