weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

წელს კახეთში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცემა

13:58 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

კახეთში, 2017 წლის რთველზე ხარისხიან ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია არ გაიცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდია შენარჩუნდება დაბალხარისხიან ყურძენზე, რომელსაც ღვინის კომპანიები საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად იყენებენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განამრტებით, ის ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

მისი ინფორმაციით, მთავრობამ დღეს 2017 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური განკარგულება მიიღო.

„კახეთის რეგიონში, 2017 წლის რთველზე ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან - დაცული ადგილწარმოშობა - გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1 კილოგრამზე 2 ლარი გაიცემა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

2016 წელს, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულ ღვინის კომპანიებში ჩაბარებული 1 კილოგრამი რქაწითელისთვის სუბსიდიის სახით მევენახეები - 0,45 ლარს იღებდნენ, იგივე თანხა იყო გათვალისწინებული 1 კილოგრამი კახური მწვანისთვის, ხოლო 1 კილოგრამი საფერავისთვის - 0,20 ლარი გაიცემოდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში 1 კილოგრამი მუჯურეთული/ალექსანდროულისთვის - 2 ლარი იყო გათვალისწინებული.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]