weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იყალთოში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

10:48 ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017

იყალთოში, 3 სექტემბერს ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქართული და უცხოური ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებაა. ღონისძიება ასოციაცია „ქართული ღვინის“ ინიციატივით, ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობა  შეუძლიათ მხოლოდ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, მევენახე, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ასოციაცია „ქართულ ღვინოში“ ნიმუშები შემდეგი წესების დაცვით უნდა წარადგინოს: ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული; ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; წარდგენილი ღვინის რაოდენობა 500 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს; ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა.

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში (0.75 ლ ბოთლი). ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი. საკონკურსო ნიმუშების წარდგენის ბოლო ვადა 25 აგვისტოა.

საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. კონკურსის გამარჯვებულს ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა. ადგილობრივ და საერთაშორისო კატეგორიაში დაჯილდოვებული საუკეთესო ღვინოები წარდგენილი იქნება ქვერის ღვინის მასტერ-კლასზე, რომელსაც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციების ცენტრში 17 სექტემბერს ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმს მეოთხედ უმასპინძლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]