სექტემბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

დაზიანებულ ყურძენს ღვინის საწარმოები შეუფერხებლად მიიღებენ – სამანიშვილი

12:56 - 12 სექტემბერი 2017 hits 293

კახეთის რეგიონში არსებული ღვინის კომპანიები მზად არიან მოსახლეობისგან შეუფერხებლად მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, რთველი-2017-ის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.

„სეტყვამ კახეთის რეგიონში მნიშვნელოვნად დააზიანა სხვადასხვა სოფლის ვენახები. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ღვინის საწარმოები მზად არიან მევენახეებისგან მიიღონ და გადაამუშაონ სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი. რთველის პროცესი გრძელდება შეუფერხებლად და მთლიანობაში 77 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია ყურძნის გადამუშავების პროცესში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

11 სექტემბერს, საღამოს მოსულმა სეტყვამ სხვადასხვა ხარისხით დააზიანა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები კურდღელაური, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, ყვარელში - მთისძირი, ლაგოდეხში სოფლები არეშფერანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, ცოდნისკარი, გიორგეთი, ასევე ქალაქ ახმეტის კუთვნილი ვენახები.

12 სექტემბრის 11:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 21,7 ათასი ტონა ყურძენი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 21,7 მლნ ლარი მიიღეს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 3,1 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია.

მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 8,4 ათასი ტონა რქაწითელი, 10,8 ათასი ტონა საფერავი, 961 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com