დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

თუშური გუდის ყველი იტალიაში ყველის საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოვეს

12:21 - 17 სექტემბერი 2017 hits 11389
თუშური გუდის ყველი იტალიაში ყველის საერთაშორისო ფესტივალზე დააჯილდოვეს

22 წლის თუშმა ფერმერმა, კახა აბულიძემ იტალიაში გამართულ ყველის საერთაშორისო ფესტივალზე კოოპერატივი „ალაზნისთავის“ თუშური გუდის ყველი წარადგინა და ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ფესტივალი ორგანიზაცია Slow Food-მა ჩაატარა და ის მწყემსები და ოსტატები დააჯილდოვა, რომლებიც ყველს და სხვა საკვებ პროდუქტებს ბუნებრიობის, გემოს და ტრადიციების შენარჩუნებით ამზადებენ.

„კახა აბულიძის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ტრადიციულ თუშურ გუდა ყველს თუშეთის რეგიონში ამზადებს. ყველი კეთდება ცხვრის ან ძროხის რძით ან მათი შერევით. გამორჩეულია იმით, რომ სულ მცირე 60 დღის განმავლობაში მწიფდება ცხვრის ან ხბოს ტყავისგან დამზადებულ გუდაში. მწყემსური მეურნეობა თუში ხალხის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა. რეგიონი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსვლეთით, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. მწყემსები ცხვარს იქ ზაფხულის განმავლობაში აძოვებენ. თუშური ცხვარი ძალიან ცოტას, მოწველაზე დაახლოებით ერთ ჭიქა რძეს იწველის. მწყემსები, როგორც მეურნეობის ხელმძღვანელები, ძალიან ძვირფას როლს ასრულებენ ამ ძალიან რთულ ადგილზე, თუმცა სამუწუხაროდ მძიმედ ისჯებიან კლიმატის ცვლილებებით“, - წერს Slow Food-ი თუშური ყველის და თუში მწყემსების შესახებ.

ორგანიზაცია ყველის ფესტივალს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს და ათასობით მწარმოებელს, მზარეულს, ექსპერტს, ვიზიტორს თუ ჟურნალისტს უყრის თავს. წელს, ოთხდღიანი ფესტივალის გამარჯვებულები ასევე გახდნენ ფერმერები აშშ-დან, იტალიიდან და კაბო-ვერდეს რესპუბლიკიდან.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალაზნისთავი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა და ალაზნისთავში, გომეწრის ხეობაში მდებარეობს. „ალაზნისთავის“ საწარმოო ფერმა ზღვის დონიდან 2100 მეტრზეა, ხოლო კოოპერატივის საზაფხულო იალაღები ზღვის დონიდან 2000 - 3200 მეტრამდე ვრცელდება. „ალაზნისთავში“ გუდის ყველი უძველეს ტრადიციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით ამოჰყავთ. ამჟამად კოოპერატივში ამზადებენ ოთხი სახის გუდის ყველს: „სვილობი“ - ცხვრის გუდა, „ლარტუშო“ - ძროხის გუდა, „დოვნა“ - ცხვრისა და ძროხის რძის შერეული გუდა და „ჩოგი“- მდნარი გუდის ყველი.

„ალაზნისთავის“ გუდის ყველი ექსპორტზე აშშ-სა და ისრაელში გადის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი