ოქტომბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

ქართული ღვინო პეკინში უმსხვილეს მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

11:22 - 19 სექტემბერი 2017 hits 171

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, იმპორტირებული ღვინის მაღაზიების ქსელის CHEERS WINES-ის მაღაზიებში  ქართული ღვინო პირველად  გაიყიდება.

CHEERS WINES ერთი თვის მანძილზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საკუთარი ქსელის 45 ღვინის მაღაზიაში მომხმარებლებისთვის და ღვინის მოყვარულთათვის უფასო დეგუსტაციებს და პრეზენტაციებს გამართავს.

CHEERS WINES-ის ღვინის ექსპერტი, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოწვევით, საქართველოს 2016 წლის სექტემბერში სტუმრობდა.

CHEERS WINES-ის მაღაზიების ქსელი ჩინეთში 2008 წელს შეიქმნა და პეკინში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაღაზიათა ქსელი დაარსებულია შვეიცარიელი მამა-შვილის ტიენი და კლაუდია მასუეგერების მიერ, რომელთა ოჯახი ღვინის ბიზნესს 1898 წლიდან ეწევა.

CHEERS WINES-ი იმპორტირებული ღვინის გაყიდვასთან ერთად ღვინის საგანმანათლებლო კურსებს ატარებს და მსურველებს ღვინის მოხმარების და სხვადასხვა ქვეყნების ღვინის კულტურას აცნობს.

ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com