weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ზაფხულის სეზონზე აჭარაში ტურისტების რიცხვი 25%-ით გაიზარდა - ადმინისტრაცია

17:54 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

2017 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აქედან ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ვიზიტორების სიმრავლით ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამოირჩევა, რომელსაც მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან, განსაკუთრებით ბევრი, 73 523 სტუმარი ბაღმა აგვისტოში მიიღო. 8 თვის მონაცემებით კი, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.

ბათუმის დელფინარიუმს ზაფხულში 143 885 (+14%) ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო - 71 853 ვიზიტორი. ჯამში, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით დელფინების შოუს 158 894 ვიზიტორი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა.

ზაფხულში 22%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო-აფსაროსის ციხესაც. ივნის-აგვისტოში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 8 თვის მონაცამებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ის 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 59 073 ადამიანს შეადგენს.

ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა ბათუმის საბაგიროზეც. ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. 8 თვის მონაცემებით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი სტუმრობდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში 28 047 (+20%) ვიზიტორი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით უცხოელ ტურისტებს შორის სარგებლობს. 31%-ით არის გაზრდილი 8 თვის მონაცემებიც, რაც 35 571 სტუმარს უდრის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]