weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სექტემბერში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გადმორიცხეს

14:47 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს თანხა 24.2 %-ით მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 % იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან და თურქეთიდან გადმოირიცხა.

სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მილიონისა, რაც გასული წლის სექტემბერში დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]