weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

Lonely Planet-მა საქართველო მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნად დაასახელა

20:27 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმა Lonely Planet-მა საქართველო 2018 წლის სამოგზაურო ქვეყნების ტოპ ათეულში შეიყვანა. გამოცემა მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს ყოველწლიურად აქვეყნებს. მისი მთავარი კრიტერიუმები ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა.

Lonely Planet საქართველოს შესახებ წერს, რომ ეს მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.

"საქართველო ღვინისა და უძველესი კერძების ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ მომავლისკენ იყურება. მისი უძველესი ისტორია და კულტურა არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო. ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს", - წერს Lonely Planet.

Lonely Planet, უმსხვილესი საერთაშორისო  სამოგზაურო მედია პლატფორმა, მოიცავს გზამკვლევების სერიას და წიგნებს. კომპანია 1972 წელს დაარსდა, პირველი ჟურნალი კი 2008 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. სოციალური მედიაში კომპანიას 10 მილიონზე მეტ მომხმარებელი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]