weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

2017 წლის 10 თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

16:28 პარასკევი, 03 ნოემბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 6 430 824 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან ტურისტული ვიზიტი 3 042 907-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28%-ით მეტია.

2017 წლის ოქტომბრის თვე 607 989 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,2 %-ით მეტია.

შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი - 259 313 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19,9%); ტრანზიტი - 151 806 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,9%); სხვა - 196 870 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 32,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).

2017 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12,7%), აზერბაიჯანიდან (+9,1%), რუსეთიდან (+30,3%), თურქეთიდან (+2,4%), უკრაინიდან (-2,3%) და ირანიდან (+76,8%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 40%, 30%, 29%, 21%, 17% და 17%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (36%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (75%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსი (28%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 25%-იანი ზრდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]