დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

კახეთში 22 აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

17:08 - 09 მაისი 2017 hits 1000
კახეთში 22 აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

კახეთის რეგიონში ავსტრიული წარმოების 22 აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. ავტომატური სადგურების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ვენახებსა და ხეხილის ბაღებში მოსალოდნელი დაავადებების წინასწარ განსაზღვრა. სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონის მასშტაბით 8000–მდე მევენახეს, მებაღესა და ფერმერს sms–ის მეშვეობით წინასწარ შეატყობინებს კონკრეტული დაავადების გავრცელების რისკების შესახებ მისი პრევენციისა და სურსათის უვნებლობის გაზრდის მიზნით.

„ავტომატური სადგურები ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ნალექების რაოდენობაზე, ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ცენტრს უგზავნის, რაც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს დროულად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პროცესების შესახებ. უკვე შესაძლებელია ვაზის, ხეხილოვანი, მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინასწარ პროგნოზირება. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ მაგალითად მევენახეებმა ვაზი იმდენჯერ აღარ შეწამლონ შხამ–ქიმიკატებით, რამდენჯერაც ახლა იყენებენ. შეწამლონ მხოლოდ მაშინ, როცა ეს საჭიროა დაავადების თავიდან ასაცილებლად. ეს ერთი მხრივ მათ დანახარჯებს შეამცირებს, მეორე მხრივ კი პროდუქციის ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, ავტომატური სადგურებიდან მიღებული ინფორმაცით ფერმერები სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის ნორმებისა და ვადების შესახებ რეკომენდაციებსაც დროულად მიიღებენ“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.

კახეთში აგრომეტეოროლოგიური სადგურები სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითრების პროგრამის ფინანსური ხელშეწყობით დაამონტაჟა. პროექტი საპილოტეა და პირველ ეტაპზე მხოლოდ კახეთში განხორციელდება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი