weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

12:22 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ადმინისტრაციის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო. შენობაში საგამოფენო სიცრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.

მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ეფექტურად განხორციელებას საკონსულტაციო ჯგუფი (GFA)უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 6 737 500 ლარი დაიხარჯება.

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. პარკის ფართობი 9,030 ჰექტარია. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობის მიუხედავად, ყაზბეგის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის.

ამავე რეგიონშია გერგეთის სამება; გველეთის ჩანჩქერი; ჯვრის უღელტეხილი; თრუსოს ხეობა ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ნასოფლარებით, მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინებით; დარიალის ხეობა; დარიალის ციხე; ხდის ხეობა; ართხმოს ხეობა; სოფ. ჯუთა - ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ახლოსაც ჭაუხის მთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]