weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა „ჰაიდელბერგცემენტის“ 50% შეისყიდა

11:35 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და „ჰანიველ პარტნერსმა“ ერთობლივად შეიძინეს „ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის“ საქართველოში მოქმედი ბიზნესის საკონტროლო წილის 50%. „ჰაიდელბერგცემენტის“ ქართული აქტივები მოიცავს 3 ცემენტის ინტეგრირებულ ქარხანას, 13 ბეტონის, 2 ინერტული მასალების აგრეგატის, 1 ცემენტის ტერმინალისა და 1 ცემენტის საფქვავ ქარხანას.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდება კასპის ქარხნის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის პროექტი, ასევე დაგეგმილია ბეტონის წარმოების გაფართოება და 2 ახალი აგრეგატის ქარხნის მშენებლობა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია.

„ეს პარტნიორობა ერთერთი საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და ვუსურვო წარმატებები. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლებისთვის“ - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის საქმიანობა ძირითადად მოიცავს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონების, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სექტორებს. ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. რაც შეეხება ჰანიველ პარტნერს, ის კერძო კაპიტალისა და აქტივების მართვის საერთაშორისო კომპანიაა. საქართველოში ჰანიველი ფლობს წილს რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, მათ შორის: ლიბერთი ბანკში, მაგთიკომში, ბორჯომში, ტელეკომპანია იმედის და რუსთავის მეტალურგიულ ქარხნაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]