weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახეთში 4 რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

11:56 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავსა და გურჯაანში 4 რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების განმეორებით დარღვევის გამო მუშაობა შეწყვიტა ქალაქ თელავში რესტორანმა „ქალაქური“;სოფელ ვარდისუბანში მდებარე რესტორანმა „თელავური“; ყარაჯალაში მდებარე რესტორანმა „ყარაჯალა“ და გურჯაანში ე.წ. „ჩალიჩების რესტორანმა“. აღნიშნული საწარმოები ერთხელ უკვე დაჯარიმებულები იყვნენ 1000–1000 ლარით.  

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დოკუმენტური შემოწმების შედეგად ეტიკეტირების წესის და მიკვლევადობის დარღვევის გამო კახეთის რეგიონში საზოგადოებრივი კვების 7 ობიექტი დააჯარიმდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 676 ინსპექტირება, მათ შორის თბილისში ინსპექტირებულია 209 ბიზნესოპერატორი; აღიარების მინიჭების მიზნით შემოწმდა 27 ბიზნესოპერატორი, გაცემული რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდა 237 ბიზნესოპერატორთან. სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 167 ნიმუში.

დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი (111 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 141 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 13 ბიზნესოპერატორს, მათ შორის: პურისა და პურფუნთუშეულის, ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს, 2 მარკეტს, საზოგადოებრივი კვების 5 ობიექტსა და ცხოველთა 1 სასაკლაოს.

მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სააგენტოს სპეციალისტებმა სულ 3867 სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 336 ბიზნესოპერატორი, ხოლო საწარმოო პროცესი 53 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]