weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტექნიკური შემოწმება 2 წლის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეეხება

00:15 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017
ფოტოზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ფოტოზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. საკითხი განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია მიმდინარე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან იწყება და რომლის მიზანია არსებული ტერმინოლოგიის დახვეწა, ახალი წესების განსაზღვრის შესაბამისი საფუძვლის შექმნა, ინსპექტირების განმახორციელებელი ტესტირების ცენტრების მიმართ მოთხოვნების დაწესება და შესაბამისი მარეგულირებელი ღონისძიებების გატარება.

მისივე თქმით, კანონში შესატანი ცვლილებების მიზანს წარმოადგენს ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა, საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოება და საერთაშორისოდ დამკვიდრებული ტერმინების ქართულ კანონმდებლობაში დამკვიდრება.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული საკითხების რეგულირებისთვის ქვეყანა ბაზისად იყენებს 2009 წლის დირექტივას. „საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა ვადა იმისთვის, რომ 2018 წლის 1 სექტემბრამდე ძალაში შესულიყო ახალი დირექტივა თუმცა, რადგან რეფორმა იწყება მომავალი წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული სტანდარტები იქნება დაწესებული როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისთვის ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში. „დღემდე მოქმედი საჯარიმო სანქციებით იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჯარიმა ფიზიკურ პირთათვის 10 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რომელიც იზრდება და ხდება 50 ლარი, ხოლო, იურიდიული პირებისთვის დაწესებული 100 ლარიანი ჯარიმა იზრდება 200 ლარამდე“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მომხსენებლის განმარტებით, პერიოდული ტექნიკური შემოწმება 2 წლის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეეხება. „პირველ რიგში ეს შეეხება 3,5 ტ-ზე მეტ სატვირთოებს, ასევე 8-ზე მეტ ადგილიან სამგზავრო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ეს ის კატეგორიაა, რომლებსაც დათვალიერება ისედაც ეხებოდა, თუმცაღა, გაზრდილი და შეცვლილია კრიტერიუმები და მოთხოვნები, როგორც ცენტრების ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. რაც შეეხება მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათი ტექნიკური დათვალიერება მოხდება 2018 წლის 1 ივლისს და ეს შეეხება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს, ხოლო 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, მოხდება იმ მანქანების დათვალიერება, რომელთა ძრავი არის 30000 მ3 და ზევით, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ეს უკვე შეეხება ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, წარმოდგენილი რეფორმა არ ეხება მარჯვენასაჭიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და როგორც განმარტა, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი ქვეყანაში, აქციზის გადასახადის გაზრდის გამო შემცირებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]