weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სემეკი გორის მცხოვრებლების განცხადებებს ინდივიდუალურად შეისწავლის

11:20 სამშაბათი, 09 იანვარი 2018

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის გორის მოსახლეობის განცხადებებს, სს „საქგორგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისიის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად დადგინდება, რამ განაპირობა აბონენტებზე გაზრდილი გადასახადების დარიცხვა.

კომისია საკითხს მიმდინარე წლის 3 იანვრიდან იკვლევს. 5 იანვარს კომისიის წარმომადგენლები ენერგოომბუდსმენთან ერთად გორში იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, თუ არ ეთანხმებიან ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ განხორციელებულ დარიცხვებს, საკითხის შესწავლის მიზნით, მომართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების გავლა შესაძლებელია კომისიის ქოლ-ცენტრში ნომერზე 16 216 და სოციალურ ქსელში არსებულ კომისიის გვერდზე.

გორის მცხოვრებლების თქმით, 2017 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბუნებრივი აირის ორჯერ და სამჯერ გაზრდილი გადასახადი დაერიცხათ. ამასთან დაკავშირებით მათ „სოკარ ჯორიჯია გაზის“ შვილობილ კომპანია „საქგორგაზთან“ რამდენიმე აქცია გამართეს. აბონენტები გაზრდილი გადასახადის დარიცხვის მიზეზების განმარტებას ითხოვდნენ. მათივე თქმით, კომპანია წნევის გასაზრდელად და მრიცხველების დასატვირთად, ბუნებრივი აირის ქსელში ჰაერს უშვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]