weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

18:37 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის“ ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, ქარის ელექტროსადგურის აშენების თაობაზე შეთანხმებას ცოტა ხნის წინ მიაღწიეს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ „ჩალიკ ენერჯის“ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში. „საქართველოში ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში განვახორციელებთ. პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება. ჩვენ გვჯერა საქართველოსი და მისი მომავლის“, - აღნიშნა ჩალიკმა.

თურქ ინვესტორებთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, ასევე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურის პროექტს თურქული კომპანია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]