weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა

11:15 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

1-ლი მარტიდან ქუთაისში უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალა. ქალაქ ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია სხვადასხვა ბაზრის ხელმძღვანელებს მოელაპარაკა და მიღწეულია შეთანხმება, რომ გარემოვაჭრეებს ფართით სამი თვის განმავლობაში უფასოდ დააკმაყოფილებენ.

„საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდი მოსახლეობას, რომ მოვაწესრიგებდით ამ პრობლემას, რომელიც ქალაქს აწუხებს. ერთი თვის წინ, ადმინისტრაციულის სამსახურის საშუალებით გავაფრთხილეთ გარემოვაჭრეები, რომ პირველი მარტიდან დავიწყებდით გარევაჭრობის მოწესრიგებას. თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ მთელს ქალაქს. დღეს ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო მუშაობა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მინდა გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ ვაცნობო, რომ ჩვენ ყველა ბაზრის ხელმძღვანელს შევხვდით. ისინი მზად არიან მათ სავაჭრო ადგილები გამოუყონ. სამი თვის მანძილზე ეს ადგილები უფასო იქნება“, - განაცხადა ქუთაისის მერმა.

უნებართვოდ გარევაჭრობა 20-დან 50 ლარამდე ჯარიმით ისჯება და გასაყიდად გამოტანილი საქონლის კონფისკაციასაც იწვევს, ხოლო თუ გარემოვაჭრე პოლიციელს წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ იგი 50-დან 100 ლარამდე ჯარიმით, ან 7 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

დღეს დილიდან ქუთაისის მერიის შენობაში გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მოვაჭრეების განცხადებით, მათთვის მერიის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]