დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

ლევან დავითაშვილი – სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დავეხმარებით

13:01 - 22 მაისი 2017 hits 714
ლევან დავითაშვილი – სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დავეხმარებით

„სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. ზარალი მილიონობით არის, მისი ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სეტყვის შედეგად დაზარალებული გლეხებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ისეთი პრაქტიკა, რომ ჩვენ ასეთ კომპენსაციებზე უნდა ვთქვათ უარი. ამის რესურსი სახელმწიფოს არ ექნება, ვერ ექნება და მეორე მხრივ, ეს ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს სისტემური მიდგომების განვითარებას.  სოფლის მეურნეობა ითვალისწინებს ასეთ რისკებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ სისტემური იყო ჩვენი მიდგომა და შესაბამისად განვითარდეს, უფრო დაიხვეწოს, უფრო მეტი იყოს მოცვა აგროდაზღვევის კუხით“, – აღნიშნა მინისტრმა. ვიდეომასალას PalitraTV ავრცელებს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სეტყვამ კახეთის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. გურჯაანის და ლაგოდეხის სოფლებში განადგურდა სიმინდის ნათესები, ბოსტნეული და ვენახები. ლაგოდეხში დაზარალებულებმა რამდენიმე წუთით ცენტრალური გზაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეხვდა და მოსახლეობას ურჩია, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ. დაზარალებულები მთავრობისგან საბანკო კრედიტების გადავადებაში დახმარებას ითხოვენ.

სეტყვამ და ძლიერმა ნალექმა დააზარალა შიდა ქართლის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი