weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შპს „მექანიზატორი“ 2018 წელს გამოშვებულ 180 „პიკაპს“ ყიდულობს

14:52 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მექანიზატორმა“ 180 ერთეული უახლესი „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 10 764 000 ლარია გამოყოფილი.

შესყიდვის ელექტრონული პროცედურა სპეციალიზებული კლასის „პიკაპების“ შესყიდვისთვის შპს „მექანიზატორმა“ 2018 წლის 18 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 1 მაისს დაიწყება და 4 მაისს დასრულდება. 

თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 59 800 ლარს შეადგენს. მათი შემსყიდველისათვის მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 1 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს. 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს ახალი, უნაკლო, ექსპლუატაციაში არმყოფი, მარცხენასაჭიანი, თეთრი ფერის. 

შპს „მექანიზატორი“ 130 ახალი ავტომანქანის შესყიდვას მიმდინარე წლის იანვარში გეგმავდა, თუმცა ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა, რადგან მასში არცერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა.   

შეგახსენებთ, რომ შპს „მექანიზატორი“ 2009 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა. საწარმოს კაპიტალის 100 % წილის მფლობელია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელიც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს და მართავს სხვადასხვა დაქვემდებარებულ საწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]