weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა

14:41 პარასკევი, 04 მაისი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან 43 ქვეყანაში 25 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 36%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„სულ ექსპორტირებულია 59,2 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 43% შეადგინა. ექსპორტის მატება დაფიქსირდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით“, - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტის ზრდა შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: იაპონია - 139% (73 122), ჩეხეთი - 90%(21 288), დიდი ბრიტანეთი - 89% (40 740), ყაზახეთი - 84% (1 108 938), ნიდერლანდები - 83% (29 793), სამხრეთ კორეა 76% (31 380), ბელარუსი - 75% (321 258), გერმანია - 66% (241 540), ლიტვა - 51% (172 020), რუსეთი - 47% (16 246 021), ლატვია - 32% (526 380), უკრაინა - 27% (2 389 280), პოლონეთი - 24% (1 012 774), ესტონეთი - 19% (1 858 926), აშშ - 4% (105 568) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (16 246 021), უკრაინა (2 389 280), ჩინეთი (1 802 792), ყაზახეთი (1 108 938) და პოლონეთი (1 012 774). 

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 147-მა კომპანიამ განახორციელა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის 4 თვის მონაცემებს.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 84 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 32%. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 96,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]