weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლენტეხი-მესტიის გზაზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება

16:41 ორშაბათი, 14 მაისი 2018

ხორვატიული საინჟინრო კომპანიის Institute IGH საქართველოს ფილიალმა ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის პროექტირების პირველი ეტაპი დაასრულა და პროექტის სამუშაო ვერსია საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩააბარა. კომპანიის ინფორმაციით, მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო პროექტი დამკვეთს მაისის ბოლომდე ჩაბარდება.

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ლენტეხი-ცაგერისა და ზუგდიდი-მესტიის უკვე არსებულ საავტომობილო გზებს. კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა სამ საათში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე მანძილი 105 კილომეტრით, მგზავრობის დრო კი 2,5 საათით შემცირდება.

პროექტის მიხედვით, ლენტეხი-მესტიის ახალი 47.7 კმ-იანი საავტომობილო გზის საფარი ასფალტი/ბეტონი იქნება, დაგეგმილია 15 ახალი ხიდის, 27.7 კმ სიგრძის ახალი გზისა და საქართველოში სიგრძით ყველაზე გრძელი, 9.03 კმ-ის სიგრძის, საავტობომილო გვირაბის მშენებლობა, ხოლო ლეშგუანიდან მესტიამდე არსებული 11 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის პარამეტრების გაუმჯობესება.

ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის პროექტის გარდა, Institute IGH მუშაობს ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნისა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების პროექტირებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]