weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მოსავლის დაზღვევას აქტიურად აგრძელებს

14:07 სამშაბათი, 05 ივნისი 2018

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მოსავლის დაზღვევას აქტიურად აგრძელებს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მეხუთე ეტაპი ფერმერებს გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს სთავაზობს. ყველა ფერმერს, ვინც მაქსიმუმ 5 ჰექტარი ფართობის და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტარი ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსის შემთხვევაში).

აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70 %ს სახელმწიფო დაუფინანსებს. სუბსიდირება 50% -ს შეადგენს ვაზის დაზღვევის შემთხვევაში.  

  • მაგალითისთვის, 1 ჰექტარი კარტოფილი დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 15,00 ლარია, ფერმერს 382 ლარის გადახდა მოუწევს. სადაზღვევო პრემიის დანარჩენ ნაწილს 892 ლარს სახელმწიფო ანაზღაურებს.
  • მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ვაშლის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 25,000 ლარია, ფერმერს 600 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს 1400 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს.
  • მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ვენახის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 10 ტონა რქაწითელის ჯიშის პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 8,000 ლარია, ფერმერს 340 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს 340 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი კულტურების დაზღვევაა შესაძებელი: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები ხეხილი, ციტრუსი, თეთრ ყურძნიანი და წითელ ყურძნიანი ვაზის ჯიშები. 

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ფერმერებს საქართველოს ბანკთან და კრედო ბანკთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ალდაგის ოფისები, საქართველოს ცხრა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, გორში, მარნეულში, წალკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში მოემსახურება მომხმარებლებს.

2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 10 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა ფერმერებს.

 

[R] სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]