weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

თუშეთში ტურისტული საინფორმაციო ჯიხური გაიხსნება

14:23 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

თუშეთში, დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ტურისტული საინფორმაციო ჯიხური ივლისიდან დაიწყებს მუშაობას. ჯიხური თუშეთის ეროვნულ პარკში, სამხევში განთავსდება.

პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს. CENN-ის ინფორმაციით, საინფორმაციო ჯიხურში მიღებული მომსახურების ფიქსირებული საფასურის გადახდა ნებაყოფლობითი იქნება. ტურისტული სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა კი საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.

CENN ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მენეჯერის პოზიციაზე ორ ვაკანსიას აცხადებს. შერჩეული პირები შეაგროვებენ მოხალისეობაზე დაფუძნებულ გადასახადს; კონსულტაციას გაუწევენ და რჩევებს მისცემენ ტურისტებს თუშეთში ვიზიტის შესახებ; შეაგროვებენ მოანაცემებსა და ინფორმაციას ვიზიტორების შესახებ; იზრუნებენ ყოველდღიურად ცენტრის მართვაზე და ადმინისტრირებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]