weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

15:17 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დღეიდან, სატრანზიტო მოძრაობა ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთო. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს მინიმუმ 30 წუთით შეამცირებს.

„მოგეხსენებათ, როგორ პრობლემას ქმნიდა მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის გზა, რომელიც სარფის საზღვრისკენ, ბათუმისა და ფოთის პორტებისკენ ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადიოდა. დღეიდან, ამ ზონაში სრულიად სხვა რეალობა იქნება.

ეს გზა გაზრდის სატრანზიტო სატრანსპორტო მიმოსვლას და, მინიმუმ, 30 წუთით შეამცირებს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს.

შეამცირებს გადაზიდვის ხარჯებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წელს აჭარა ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება და მზად არის დიდი ტურისტული ნაკადის მისაღებად. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ტურისტული პოტენციალი და ამასთან, ხელი უნდა შეეწყოს ტურიზმის განვითარებას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის მეშვეობით ბევრი სოფელი დაუკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს, ეს კი, შექმნის წინაპირობას, რომ მივიღოთ უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა. უმნიშვნელოვანესია, რომ ზღვისპირა ზოლის გარდა მოხდეს ტურისტული პოტენციალის ათვისება აჭარის სოფლებში და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოდერნიზაციის ბოლომდე მიყვანა, რათა მთელი ავტომაგისტრალი გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეიქმნას სათადო პირობები გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.

ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები ჯამში 31.7 კილომეტრია, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან. 32 კილომეტრიანი გზა ორი გვირაბითა და 15 ხიდითაა. მათ შორისაა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე, თითქმის, 1200 მეტრია. პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]