weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახმეტასა და ყვარელში სამი სოფელი დაისეტყვა

17:44 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

კახეთში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლები - მატანი, სანავარდო და კუჭატანი დაზარალდა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მონაცემებით, საერთო ჯამში 420 ჰექტარი ტერიტორია დაისეტყვა.

ძირითადად დასეტყვილია ვენახები, ასევე ბოსტნები, სიმინდისა და ხორბლის ყანები. ზარალი ზოგ შემთხვევაში 80%-ს აღემატება. მატანში დასეტყვილია 260 ჰექტარი, ყვარლის რაიონში კი 160.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლების გავრცელება 24 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე სოფელ მატნიდან დაიწყო.

„მჭიდროდ დასახლებული პუნქტის თავზე რაკეტების გასროლა კატეგორიულად აკრძალული გვაქვს. ამას დაემატა ისიც, რომ ხშირი ელჭექის გამო, ახმეტასა და მატანში განთავსებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა 12 წუთის განმავლობაში ტექნიკურად გაჩერდა. ამიტომ სეტყვის პროცესის განეიტრალება დასაწყისში ვერ შევძელით“, - განმარტეს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.

სოფლებისთვის მიყენებული ზიანის დასათვლელად სპეციალური კომისია შეიქმნა. დაზარალებულთა უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]