weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2012-2016 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 18 041 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს

19:09 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

2012–2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარზე მეტი - 53%, რუსეთის მოქალაქეებზეა რეგისტრირებული.

მიგრაციის სამთავრობო კომისიის ანგარიშის „საქართველოს მიგრაციის 2017 წლის პროფილის“ მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებმა საკუთრებაში სულ 18 041 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, მათ შორის 7835 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, 2364 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 7842 ბინა/სახლი.

რუსეთის შემდეგ მოდიან უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს შორის, რომლებიც საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებს ახორციელებენ, შესაძლოა იყვნენ საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც თავის დროზე დატოვეს საქართველო და სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად და სურვილი აქვთ, უძრავ ქონებაში ინვესტირების მეშვეობით შეინარჩუნონ საქართველოსთან კავშირები. იგივე შეიძლება ითქვას აშშ-ს და ისრაელის მოქალაქეთა შესახებაც.

ანგარიშის მიხედვით, 2012-2016 წლებში თურქეთის, ირანისა და ერაყის მოქალაქეებმა საკუთრებაში ყველაზე ნაკლები - ჯამში 2067 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]