weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

10:39 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz air) ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანა, სადაც ავიაკომპანია Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იფრენს.

„დღეიდან იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ვენის მიმართულებითაც დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]