weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

11:01 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებას. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას.

გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას.

პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებსა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ტექნიკური თვალსაზრისით ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, არამედ სტაბილურად ჩვენი მოსახლეობის გაზის უზრუნველყოფისთვის ზამთრის პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაწყებულიყო. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე იგეგმება.

გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]