weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სეტყვის შედეგად დაზარალებულებს დაზღვევა ზარალს სრულად აუნაზღაურებს

11:11 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018
ფოტო: სააგენტო „რეგინფო“ ფოტო: სააგენტო „რეგინფო“

ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სრულად აუნაზღაურდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბენეფიციარების მიწის ნაკვეთებზე ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს, რის შემდგომაც, ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესით მოხდება.

თელავისა და ახმეტის რაიონებში მომხდარი სტიქიის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებში, ორი დღის განმავლობაში, 780-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.

სამინისტროს ცნობით, ზარალის შეფასების პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმოამდგენლები და აგროდაზღვევის პროგრამის მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია.

მიმდინარე წელს, აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს, ან 100 ჰექტარს, შეუძლია 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]