weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ავტოტრანსპორტით სიმინდის იმპორტი შესაძლოა აიკრძალოს

12:38 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სიმინდის შემოტანა შესაძლოა აიკრძალოს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „რეგინფოს“ განუმარტეს, ამ საკითხზე მთავრობაში მსჯელობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მათთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ შეზღუდვა ძალაში 1-ლი ნოემბრიდან შევა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთიდან შემოსული სიმინდის დემპინგური ფასის გამო, ფერმერებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.

„რუსეთიდან ლარსის გავლით შემოსულ სიმინდს მართლაც დემპინგური ფასი ჰქონდა, რადგან მისი შესყიდვა რუსი ფერმერებისგან არალეგალურ გარემოში ხდება. არალეგალური ბიზნესი თავისთავად საფუძველშივე არაჯანსაღ ფასწარმოქმნას განაპირობებს და დემპინგურ ფასს იწვევს. ასე ხდება როგორც ხორბალზე, ასევე სიმინდზე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ფერმერებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ. სიმინდის მწარმოებლები ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში ჩადგებიან, ხოლო მომხმარებლები უხარისხო პროდუქტისგან უფრო მეტად იქნებიან დაცული“,- ციტირებს „კომერსანტი“ გიორგი ხანიშვილის კომენტარს.

ფინანსთა მინისტრის 22 აგვისტოს N314 ბრძანების მიხედვით, 15 სექტემბრიდან საქართველოში ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა მხოლოდსაზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა მინისტრის 21 აგვისტოს ბრძანება (N313) იგივე აკრძალვას სიმინდზეც აწესებდა, თუმცა მეორე დღეს სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სახმელეთო ტრანსპორტით სიმინდის შემოტანა დაუშვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]