weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნათია თურნავა ენერგეტიკის მიმართულებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

16:35 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას მოადგილედ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია თურნავა დაინიშნა. თურნავა ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ნათია თურნავას დანიშვნამდე ენერგეტიკის მიმართულებას გიორგი ჩიქოვანი კურირებდა. ამიერიდან ის ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი იქნება.

ნათია თურნავა სახელმწიფოს მიერ შექმნილი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა. მანამდე ის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და ჯგუფის შვილობილი კომპანიის, საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2006 წლამდე კი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში, კერძოდ, მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურში (1999 წ.), თბილისის საკრებულოსა (1998-2000 წწ.) და სახელმწიფო კანცელარიაში (1997-1998 წწ.).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]