weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

15:06 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 92 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, საიდანაც 52 ათასი ტონა საფერავი, 29 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„საწარმოები დღეღამურად საშუალოდ 5-6 ათას ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველის დაწყებიდან დღემდე, ღვინის საწარმოებს ყურძენი 10 200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მილიონ ლარს მიაღწია“, - განაცხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული, საიდანაც 175-მა ყურძენი უკვე გადაამუშავა.

ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საერთო ჯამში 54 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, თელავში - 18,5 ათასი ტონა, სიღნაღში - 8,4 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში - 3,8 ათასი ტონა, ახმეტაში - 3 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 1,5 ათას ტონამდე და საგარეჯოში - 955 ტონა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]