weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მევენახეებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ - ღვინის სააგენტო

16:41 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ საგარეჯოს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 10 სოფელში, წინასწარი მონაცემებით, 500 ჰექტრამდე ვენახი დააზინა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, სეტყვის შედეგად 3 ათას ტონამდე ყურძენი დაზიანდა. დასეტყვილ ყურძენს დღეს 3 საწარმო იბარებს, მათგან ორი გურჯაანშია, ერთი კი საგარეჯოში მდებარეობს.

„კახეთში რთველი აქტიურად გრძელდება და მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. 19 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავალმა 155 მლნ ლარს მიაღწია“, - განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.

მისივე თქმით, „რთველი 2018-ის“ საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 235 კომპანიაა დარეგისტრირებული. 190-მა ღვინის კომპანიამ ყურძენი უკვე გადაამუშავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]