weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ცდილობენ ტურიზმის სექტორში არსებულ დადებით ტენდენციებზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინონ და ამით ძალიან ბევრი მოქალაქის მდგომარეობა გააუარესონ.

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „თბილისი“ და „მედეა“ გაიყიდა. ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ – შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისი ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან საქართველოში დაფიქსირებული „ძლიერი ეკონომიკური ზრდით“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა მესტიაში, სადაც „სვანეთობის“ სახალხო დღესასწაულის აღნიშნვას დაესწრო.

სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„მინდა, ხაზგასმით, სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო: საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს, საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. არცერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ შესაძლო შეძენის შესახებ ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ მიუღიათ.

სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და ნდობით აღჭურვილი პირი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა BMG-მ გაავრცელა.

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი სამგზავრო მატარებლით მგზავრობის ღირებულება 25 ივლისიდან, ორშაბათიდან იზრდება. ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა: მეორე კლასი – 34 ლარი, პირველი კლასი – 74 ლარი და ბიზნეს კლასი – 124…

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. ამ საკითხზე ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დადასტურდა 16 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა, რაც ქვეყნის 8 წლის მოხმარების ტოლია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]