weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ეკონომიკა

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ექსპერტებმა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში (ღვთისმშობლის ტაძარი) მუშაობა დაასრულეს. ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, არსებული მდგომარეობა სახარბიელო არ არის და ფრესკები დღემდე ზიანდება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა კონსულტანტებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ხუდონჰესის მშენებლობაზე ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ 2011 წელს დადებული ხელშეკრულება მოიშალოს და კომპანიისთვის გადაცემული აქტივები სახელმწიფოს დაუბრუნდეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობაში კადრების დეფიციტზე ისაუბრა. მისი თქმით, არაკვალიფიციური მუშისთვის გადასახდელი თანხა საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა რიონის ხეობის მცველებთან საერთო ენას გამონახავს.

რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის ავტომაგისტრალის პროექტირება დასრულებულია. დაგეგმილია 85-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზის აშენება.

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ შეთანხმების შესრულებასა და მის სტატუსზე, რომელიც გასულ…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1256.2 ლარი შეადგინა.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობს, რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხდებით, მანამახვანჰეის პროექტზე მედიაციის პროცესი ხვალ, 12 ივნისს დაიწყება და მას ევროპელი მედიატორი გაუძღვება.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი კომპანიის „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ დირექტორად დაინიშნა. კომპანიამ ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღეს მიმართა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]