weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეკონომიკა

2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ,…

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ დაადასტურა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის – „ენკას“ დირექტორი საქართველოში იმყოფებოდა. როგორც თურნავამ განაცხადა, მთავრობას პერმანენტული კონტაქტი აქვს ასეთ მსხვილ ინვესტორთან.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ განაცხადა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა. ერევანი-ბათუმი-თბილისის პირველი რეისი 15 ივნისს შესრულდება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2020 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის 3.3 მილიონი აბონენტი სარგებლობდა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ ნამახვანჰესის პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე საუბრისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პროექტს ინვესტორისთვის მოგება მოჰქონდეს. მისი თქმით, საქართველოში მეცენატი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც სოციალურ პროექტებს ახორციელებს, ინვესტორს კი იგივე არ…

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის, ბუდაპეშტისა და ვროცლავის მიმართულებით ფრენებს ივნისში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

შპს „თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7.834 თეთრით მეტს გადაიხდიან. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიისთვის სამომხმარებლო ტარიფი 46.138 თეთრი/კუბ.მ-ს ნაცვლად 53.972 იქნება…

კახეთში მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 10.5%-ით განისაზღვრა. ამ დრომდე, ეს მაჩვენებელი არანაკლებ 9.0%-ს შეადგენდა.

ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს გამოეხმაურა. მან აქტივისტებს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ულტიმატუმები მიუღებელია.

თბილისის მერმა და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მისი პოზიციაა, რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს ქვეყანაში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]