დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

ეკონომიკა

მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება. მშენებლობას საფუძველი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩაუყარა. ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც დაესწრო.

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან…

2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 38,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საქართველოს დაცული ტერიტორიები 2017 წლის პირველ შვიდ თვეში 489 909 ადამიანმა დაათვალიერა. ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი - 81 110 ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ეწვია. მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულება მარტვილის კანიონია, რომელსაც…

ვანის რაიონში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც დაუფასოებელ და ბიო ჩაის აწარმოებს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანია „ფერეთა ჩაის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 18 ჰექტარი მიწის…

მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა 74 სოფელი, სადაც გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამუშაოების შედეგად დამატებით 17 833 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას. გაზიფიცირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27…

ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი - 982 487 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი მონაცემი საქართველოს ისტორიაში ჯერ არცერთ თვეში არ დაფიქსირებულა.

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინის კულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, რომელიც ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველო…

მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 7.784 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 69%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

იყალთოში, 3 სექტემბერს ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქართული და უცხოური ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის…

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი