weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით გარემოს დანაგვიანების 779 შემთხვევა გამოვლინდა

11:05 შაბათი, 01 ივლისი 2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დანაგვიანების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული, ყველაზე ცოტა კი კახეთის რეგიონში.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითადი ნაწილს, ავტომანქანიდან გადმოგდებული საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამოვლენის ფაქტები შეადგენს.

„აპრილ-ივნისში ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, შედგენილი საჯარიმო ოქმებიდან, ყველაზე მეტი - 165 სამართალდარღვევა თბილისის მასშტაბით გამოვლინდა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაიწერა 143 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ქვემო ქართლის რეგიონში - 136 ოქმი; აღმოსავლეთის რეგიონულმა სამმართველომ (მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი) გამოავლინა სამართალდარღვევის 104 შემთხვევა; დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) 96 - შემთხვევა; აჭარის სამმართველომ გამოავლინა სამართალდარღვევის 77 ფაქტი; სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ - 31 ფაქტი, ხოლო კახეთის სამმართველომ - 27 ფაქტი", - აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დანაგვიანებისთვის ჯარიმის ოდენობა 80-დან 1 500 ლარამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]