weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

აბასთუმნის ტყეში ხანძარია

13:58 სამშაბათი, 29 აგვისტო 2017

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმნის ტყეში ცეცხლი გაჩნდა. ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ცნობით, კურორტის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილისკენ მეხანძრე–მაშველების ჯგუფები გავიდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთვება.

ცნობისთვის, ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გუშინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შერეული ტყის მასივზე მოდებული ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოძახება. ამ დროისთვის სვირში ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]