weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია – გიორგი მღებრიშვილი

17:45 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია და უახლოეს საათებში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებული იქნება.

„ტერიტორიის საკონტროლო შემოფრენა დავასრულეთ და დაკვამლიანებაც კი არსად აღარ შეინიშნება. ყველა კერა ჩამქრალია. უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაცია. გადავედით უკვე ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით, ავიაცია აბასთუმანში დარჩება, თუმცა ამ დროისთვის მათი მუშაობის საჭიროება აღარ არსებობს. მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის ფართობს ექსპერტები დაადგენენ.

სამი დღის წინ გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი. სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი გზა.

ხანძრის ლოკალიზებაში საქართველოს ორი, აზერბაიჯანის ერთი და თურქეთის ორი ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]