weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

10:46 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლების, ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გვიან საღამოს ბუჩქნარს გაუჩნდა და ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა.

ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის კერა ახლოს იყო გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან, განსაკუთრებით კი სოფლის სასაფლაოსთან.

ქართულმა მხარემ, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით,  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, რაზედაც პასუხი არ მიუღიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]