დეკემბერი 15, 2017
weather cur airplane horoscope tv

ხულოში, შავნაბადას მთაზე ცეცხლი 3 ჰექტარზეა გავრცელებული

11:11 - 04 სექტემბერი 2017 hits 332

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხაძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ცეცხლი სოფელ მეკეიძეებთან 25 კილომეტრით დაშორებულ შავნაბადას მთაზე ბუჩქნარს უკიდია. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, ხანძარი დაახლოებით 3 ჰექტარზეა გავრცელებული.

„რელიეფი რთულია, დაახლოებით 3 კილომეტრია მთიდან გასასვლელი ბილიკით, იქ სახანძრო მანქანები ვერ მივა. ხელით იქნება ყველაფერი გასაკეთებელი. ცეცხლის კერასთან ახლოს არის პატარა მდინარე, საიდანაც წყლის აღება ხდება,“ - აღნიშნა ხულოს გამგებელმა.

აჭარის გარემოს დაცვის სამართველოში აცხადებენ, რომ შავნაბადას მთაზე ხანძრის სამი კერაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მაღალმთიან აჭარაში ტყეში ხანძარი ადგილობრივებმა გუშინ საღამოს შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე- მაშველი, პოლიცია და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი